ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთთან გაერთიანება რესპუბლიკის სტრატეგიული მიზანია:
"მე ვთვლი, რომ რუსეთთან გაერთიანება ჩვენი სტრატეგიული მიზანია. ჩვენი გზა. ხალხის მისწრაფებები. და ჩვენ ამ გზაზე სვლას განვაგრძობთ. უახლოეს მომავალში გადავდგამთ შესაბამის სამართლებრივ ნაბიჯებს. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა იქნება მისი ისტორიული სამშობლოს - რუსეთის ნაწილი," - განაცხადა ბიბილოვმა, მისი განცხადებას "ედინაია რასიას" პრესსამსახური ავრცელებს.