31 მარტს, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ნაძალადევის რაიონში, თემქის ხევში წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
"აღნიშნულთან დაკავშირებით წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 31 მარტს, 15:00 საათიდან 1 აპრილის დილის 08:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:
ნაძალადევის რაიონში - ჩარგლის, ჭოპორტის, ჟინვალის, ზიგზაგის, გვაზაურის, ლომთათიძის, სანერგეს, სვანეთის, ლეჩხუმის, წიკლაურის, ურიდიას, ცქიტიშვილის, ჩხიკვაძის ქუჩებს; დადიანის II მ/რ-ს, სანზონის კორპუსებს, გურამიშვილის გამზირს, დადიანის ქუჩის ნაწილს, ზღვის უბნის III მ/რ-ს I კვარტალს, IV მ/რ-ს; XI მ/რ-ს I-IV კვარტლებს და ზღვის უბნის IX- X კვარტლებს, სადმელის, კაკაბაძის, ლიახვის და მიმდებარე ქუჩებს.
გლდანის რაიონში - გლდანის I-IV და „ა“ მ/რ-ებს, შეშელიძის, სარაჯიშვილის, ანდრონიკაშვილის, ქერჩის, ვასაძის, ბოჭორიშვილის, ხიზაბავრის, ხიზანიშვილის, გმირ კურსანტთა და მიმდებარე ქუჩებს; თიანეთის გზატკეცილს.
კომპანიის ინფორმაციით, ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, აუცილებელი სამუშაოები ღამის საათებში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება. "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge," - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.