20 ნოემბერი 2024,   17:34
ვრცლად
სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, უკრაინაში ჰუმანიტარულ დახმარებას აგზავნის

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, უკრაინაში ჰუმანიტარულ დახმარებას აგზავნის.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ და სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა სამინისტროს თანამშრომლებს, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს და ყველა იმ პირს გადაუხადეს მადლობა, ვინც ჰუმანიტარული დახმარების მობილიზებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო.

უკრაინაში გასაგზავნი ტვირთი პირველადი სასურსათო პროდუქტებისგან შედგება, რომელიც უკრაინელი ხალხის თხოვნების შესაბამისად, უკრაინის სურსათის უვნებლობისა და მომხმარებლების დაცვის სახელმწიფო სამსახურის (SSUFSCP) საქართველოში სურსათის ეროვნული საგენტოსადმი წერილობითი მომართვის საფუძველზე განისაზღვრა.

უკრაინელი ხალხის დასახმარებლად აქციაში ჩაერთვნენ სამინისტროს და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების თანამშრომლები.

დღის ამბები