ამ წუთებში ქაშვეთის ეკლესიაში უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, დავით გობეჯიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.ის სამშობლოში დილით ჩამოასვენეს. მას აეროპორტში პატივით დახვდნენ. დავით გობეჯიშვილი კიევთან ახლოს, ქალაქ ირპენში დაბომბვას შეეწირა. მისი სამშობლოში ჩამოსვენება, ისევე, როგორც მანამდე დავით რატიანისა და გია ბერიაშვილის ლვოვიდან პოლონეთის გავლით საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით მოხერხდა. უკრაინაში ამ დრომდე 4 ქართველი მებრძოლია დაღუპული. ბახვა ჩიქობავას გადმოსვენება ჯერჯერობით კვლავ ვერ ხერხდება.
ქაშვეთის ტაძარში იმყოფებიან დავით გობეჯიშვილის ოჯახის წევრები. ქაშვეთში პერიოდულად მიდიან მისი ახლობლები, ოჯახის წევრები და რიგითი ადამიანები, რომლებიც პატივს მიაგებენ უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს. საღამოს 9 საათისთვის გარდაცვლილ მებრძოლს ტყიბულში გადაასვენებენ და სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
შეგახსენებთ, დავით გობეჯიშვილი მე-4 ქართველი ჯარისკაცია, რომელიც რუსულ სარაკეტო თავდასხმებს ემსხვერპლა. მანამდე რუსული აგრესიის მსხვერპლი ქართველი მებრძოლები: გია ბერიაშვილი, დავით რატიანი და ბახვა ჩიქობავაც გახდნენ.