20 ნოემბერი 2024,   17:28
ვრცლად
შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ 8 წლის ბიჭს მარჯვენა ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა - ბავშვის მდგომარეობა მძიმეა

თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ 8 წლის ბიჭს მარჯვენა ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა. ამის შესახებ "რუსთავი 2-ს" იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში განუცხადეს.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

"ბავშვის მდგომარეობა უმძიმესია, დასჭირდა მარჯვენა ფეხის ამპუტაცია. მას მრავლობითი დაზიანებები აქვს და ოპერაცია კვლავ მიმდინარეობს," - აცხადებენ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში.

თბილისში, შარტავას ქუჩაზე, ავტომანქანა 8 წლის ბავშვს დღეს დილით დაეჯახა.

დღის ამბები