კიდევ ერთი სარჩელი "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ. ამჯერად საქალაქო სასამართლოს ქიბარ ხალვაში მიმართავს. სამაუწყებლო კომპანიის ყოფილი მფლობელი წილის დაბრუნებას და ამავე დროს მისი გასხვისების აკრძალვას ითხოვს.
"მისი მთხოვნაა, რომ მისდამი უაკნონოდ ჩამორთმეული წილები დაუბრუნდეს მას. აღნიშნული მოთხოვნის უზრუნველსალყოფად ჩვენს მიერ მოთხოვნილი იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება როგორიც არის წილების გასხვისების აკრძალვა დღევანდელი ნომინალური მფლობელებისათვის. ჩვენი სურვილია, რომ ერთ დროს ეგრედწოდებული "გამარჯვებული ხალხის ტელევიზია" დაუბრუნდეს კვლავ ხალხს. ჩვენ გვინდა მივმართოთ დღევანდელ ხელისუფლებას, რომ ხელი არ შეგვიშალოს სამართლებრივი მოქმედებების განხორციელებაში, სამართლიანობის აღდგენის ბრძოლაში.
ხელისუფლებას "რუსთავი 2" შეიძლება მოსწონდეს შეიძლება არ მოსწონდეს. ამ ხელისუფლების მოსვლამდე ითხოვდა "რუსთავი 2"-ის წილების დაბრუნებას ბატონი ქიბარ ხალვაში, ამდენად შეიძლება რაღაც უნისონზე ვლაპარაკობდეთ მაგრამ უნისონი აქ ნამდვილად არ არის. ირაკლი ოქრუაშვილი რა შუაშია "რუსთავი 2"-თან მეგობრობა ცოტა სხვა თემაა, პირადი თემაა მე პირადად არ ვიცი მეგობრობენ თუ არა ისინი დღეს,"- აცხადებს ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია.
ხალვაშის ადვოკატების განცხადებებსა და ქმედებებს "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია კი "დამოუკიდებელ ტელეკომპანიაზე კიდევ ერთ შეტევად" აფასებს.
ავტორი: თამარ ბაღაშვილი.