20 ნოემბერი 2024,   17:34
ვრცლად
„უფრო მნიშვნელოვანი პრობლემებით ვარ დაკავებული" - ოთარ დანელია "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ სარჩელზე საუბრობს

"რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ ქიბარ ხალვაშის მიერ შეტანილ სარჩელზე პირველი კომენტარები კეთდება მთავრობაში, თუმცა მინისტრთა კაბინეტის წევრები ამ საკითხის შეფასეფისგან თავს იკავებენ.

სოფლის მეურნეობის მინისტრი აცხადებს, რომ ამ საქმის დეტალებს არ იცნობს და კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.

„უფრო მნიშვნელოვანი პრობლემებით ვარ დაკავებული და ნამდვილად არ ვიცი დეტალები ამიტომ რაიმე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. ზედაპირული გამომივა და ალბათ, არ იქნება სერიოზული ამაზე რაიმე კომენტარი გავაკეთო,“ - აცხადებს ოთარ დანელია.

მოუცლელობას იმიზეზებს სასჯელაღსრულების ახლადდანიშნული მინისტრიც.

„იმდენი საქმე მაქვს სასჯელაღსრულებაში, რომ ქიბარ ხალვაშმა "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით რა განაცხადა ახლა ნამდვილად ვერაფერს გიპასუხებთ,“ - განმარტა კახა კახიშვილმა.  

შეგახსენებთ, რომ  "რუსთავი 2"-ის ყოფილი მფლობელი ტელეკომპანიის წილს და პარტნიორთა წილების დაყადაღებას ითხოვს. არხის ხელმძღვანელობა ამ ფატს მედიაზე ზეწოლად აფასებს.

 

 
დღის ამბები