რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ ქიბარ ხალვაშის მიერ სარჩელის შეტანაზე პირველი კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
იგი ამ ფაქტს “2 სუბიექტს შორის დავას“ უწოდებს.
„ჩვენთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ თავისუფალი მედიის განვითარებას ხელი შევუწყოთ და ყველამ ნახა, რომ ჩვენ მედიის განვითარებას ვეხმარებით, რომ მედია იყოს თავისუფალი, სხვა შემთხვევაში სხვა ნება რომ ყოფილიყო პროცესები ასე არ გაგრძელდებოდა. მთავრობის ნება არის, რომ მაქსიმალური თავისუფლება ჰქონდეს თავისუფალ მედიას. რაც შეეხება ამ კონკრეტულ დავას, კომენტარს ვერ გავაკეთებ, გარდა იმისა, რომ შემიძლია ავღნიშნო, რომ მე როგორც პრემიერი და როგორც მოქალაქე ვარ მომხრე ყოველგვარი სამართლიანობის აღდგენის, თუმცა ეს არის 2 სუბიექტს შორის დავა და მე ვფიქრობ, რომ ამას სასამართლო გადაწყვეტს, ასე რომ ამაში მთავრობის როლი არის ნულის ტოლფასი. მე არავითარი ინფორმაცია არ მაქვს გარდა იმისა რაც გუშინ მოვისმინეთ, რომ ქიბარ ხალვაში მიმართავს სასამართლოს, რომ თავისი დარღვეული უფლებები აღიდგინოს“-აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.