თავისუფალი დემოკრატების წევრი ნინო გოგუაძე „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას ეხმაურება და აცხადებს, რომ ხელისუფლება ამ ფაქტს ტელეკომპანიის წინააღმდეგ გამოიყენებს.
„იმ შემთხვევაშიც კი თუ ბატონი ქიბარი დამოუკიდებლად მოქმედებს იმ პოლიტიკურ კონტექსტში, რომელიც საქართველოშია შექმნილი არსებობს დიდი ალბათობა, რომ ხელისუფლება ამ სარჩელს გამოიყენებს „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ, იმ ტელეკომპანიის წინააღმდეგ, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან დაუფარავად უპირისპირდება და ებრძვის. მიუღებელი იყო როდესაც ასე იქცეოდა ნაციონალური ხელისუფლება და მიუღებელია, როდესაც ასე იქცევა ქართული ოცნება,“-აცხადებს ნინო გოგუაძე.