20 ნოემბერი 2024,   17:27
ვრცლად
"სასამართლო დამოუკიდებელია, არავინ არ ერევა მის გადაწყვეტილებებში," - ტყემალაძე ქიბარ ხალვაშის სარჩელზე საუბრობს

ქიბარ ხალვაშის მიერ "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარე ეხმაურება.

ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, სასამართლო დამოუკიდებელია და თავად გადაწყეტს აღნიშნულ  საკითხს.

 „მე როგორც ვიცი სასამართლოშია შეტანილი და არა ისეთი მეთოდით ითხოვს დათმობას, როგორი მეთოდიც მას დაათმობინეს, ყოველგვარი სასამართლოს გარეშე, აქედან გამომდიარე სასამართლო დამოუკიდებელია, არავინ არ ერევეა სასამართლოს გადაწყვეტილებებში და ვერც ჩაერევა. ის არგუმენტი, რომელიც თქვენი დირექციის წარმომადგენელბის მხირდან  იყო, რომ კაპანაძეს აქვს ვეტოს უფლება და  ამიტომ ისედაც ვერ ვაკეთებთ, სწორედ ეს ყველაფერი გაირკვევა,“ - განაცხდა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ  ზურაბ ტყემალაძემ.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ნოდარ ებანოიძისთვის კი გაუგებარია რა შუაშია ხელისუფლებასთან ქიბარ ხალვაშის მიერ სარჩელის შეტანა "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ.

„რუსთავი 2"-თან ასეთ საკითხებზე  პირველად არ მესმის, გასულ წლებში, ჯერ კიდევ ძველი მმართველობის დროს, გახსოვთ როგორ იცვლებოდა მფლობელები და წილის მფლობელები. მე ნამდვილად არ ვიცი, რა არგუმენტები აქვთ იმისათვის, რომ მიმართავენ სასამართლოს. თუ საფუძველი აქვს, რომ მიმართოს სასამართლოს და თავის უფლება აღიდგონოს, რა შუაშია ამაში ხელისუფლება არ მესმის,“ - განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ნოდარ ებანოიძემ.

 

 

 

 

 

 
დღის ამბები