„პრემიერმა თავის განცხადებით დაადასტურა, რომ ამის უკან დგას ხელისუფლება და სწორედ მისი სურვილია რამენაირად ხელში ჩაიგდოს "რუსთავი 2." გამოყენებულია ფატმან და ქიბარ ხალვაშები ამ ბინძური საქმის განხორციელბაში "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ,“ - ასე შეაფასა ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი გუგავამ ქიბარ ხალვაშის მიერ "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი.
მისი თქმით, ხელისუფლებას ყველა ტელევიზიის კონტროლი სურს.
"საარჩევნოდ, როდესაც მათ პრაქტიკულად დააქციეს ქვეყანა, სურთ, რომ ყველა ტელევიზია იყოს მათ კონტროლქვეშ, მაგრამ ესეთი თამაშები, როგორც უახლოესი ისტორია გვასწავლის მთავრდება ძალიან ცუდაად,“ -განაცხადა გიორგი გუგავამ.