20 ნოემბერი 2024,   17:40
ვრცლად
სოზარ სუბარის თქმით ქიბარ ხალვაშს "რუსთავი 2"-ის წილი ზეწოლის შედეგად დაათმობინეს

„სახელმწიფო ამ შემთხვევაში ვერ ჩაერევა ეს არის სამოქალაქო დავა კერძო სუბიექტებს შორის,“ -ასე აფასებს დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი ქიბარ ხალვაშის მიერ „რუსთავი 2“-ის წილის დაბრუნებასთან დაკავშირებით სასამართლოში სარჩელის შეტანის ფაქტს.

მინისტრი განმარტავს, რომ თუ ხალვაშს მიაჩნია, რომ მას უკანონოდ ჩამოართვეს წილი მას აქვს უფლება მიმართოს სასამართლოს.

„კარგად მახსოვს მე ის დრო, როდესაც აიძულეს ყოფილი მფლობელები, მათ შორის ეროსი კიწმარიშვილი, ჯარჯი აქიმიძე რომ დაეთმოთ წილები და ესეთივე ზეწოლა იყო შემდეგ ქიბარ ხალვაშზეც,“-აცხადებს სოზარ სუბარი.

შეგახსენებთ, რომ ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ში წილის დაბრუნების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები