20 ნოემბერი 2024,   17:26
ვრცლად
"ხელისუფლება ცდილობს შეავიწროვოს და თავისი გავლენის ქვეშ მოაქციოს,“ - ბაჩუკი ქარდავა "რუსთავი 2"-ზე საუბრობს

ქიბარ ხალვაშის მიერ "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილ სარჩელს არასაპარლამენტო ოპოზიცია ეხმაურება.

საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის ბაჩუკი ქარდავას თქმით, ხელისუფლება "რუსთავი 2"-თან გარკევულ დისკომფორტს გრძნობს.

„თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ "რუსთავი 2"-ს ჰქონდა სხვადსახვა ეტაპზე პრობლემები ამ ხელისუფლებასთან კანონდმებლობასთან დაკავშირებით, ვგულისხმობ რეკლამას, ასევე კონცერტებთან დაკავშირებით, შეიძლება მარტივად დავასკვნათ, რომ ხელისუფლება ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან გარკვეულ პრობლემებს და დისკომფორტს გრძნობს და ის ცდილობს რაღაცნაირად შეავიწროვოს და თავისი გავლენის ქვეშ მოაქციოს,“ - განაცხადა ბაჩუქკი ქარდავამ. 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები