ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანი რუსთავი 2-თან დაკავშირებულ სამართლებრივ დავაზე საუბრისას აცხადებს, რომ ხელისუფლება და ყოფილი პრემიერი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, ცდილობენ საზოგადოებას შეუზღუდონ ინფორმაციის წყარო.
"ამ საქმეში მას ხელს უშლის საზოგადოების თავისუფალი ნება და რუსთავი 2 ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა, რადგან ამ საზოგადოების ინფორმირებას ახდენს. სხვა ხედვა მათ იმისთვის, რომ საზოგადოების მხარდაჭერა მოიპოვონ - არ გააჩნიათ. თუ მართლა აღმოჩნდა, რომ ბოლომდე მიყვებიან ამ გზას, არის ძალიან სახიფათო ზოგადად ქვეყნის დემოკრატიისთვის, მაგრამ კატასტროფული შედეგების მომტანი ხელისუფლებისთვის და პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის," - განმარტა გიგა ბოკერიამ.