20 ნოემბერი 2024,   17:36
ვრცლად
"ფრაზას - ამის უკან ხელისუფლება დგას, ვერ მივიღებ" - გიგლა აგულაშვილი რუსთავი 2-თან დავაზე

ხელისუფლების წარმომადგენლებს უჭირთ დააკონკრეტონ, თუ რატომ გადაწყვიტა ქიბარ ხალვაშმა სწორედ ახლა რუსთავი 2-ის წინააღმდეგ სარჩელის შეტანა და რატომ ემთხვევა მისი მიზნები ხელისუფლების მხრიდან რუსთავი 2-ის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას. მთავრობაში ამბობენ, რომ დღევანდელი ხელისუფლება დამოუკიდებელი მედიის ინტერესების დამცველია.

"დღესდღეობით საქართველოში არსებობს აბსოლუტურად თავისუფალი, ობიექტური სასამართლო, რომელიც მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას, ყოველგვარი ზეწოლის და სხვა ინსინუაციების გარეშე," - განმარტავს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი. 

გარემოს დაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება დგას დამოუკიდებელი მედიის სადარაჯოზე. 

"ფრაზას - ამის უკან ხელისუფლება დგას, ვერ მივიღებ და ვერ გავიზიარებ. არ არის არანაირად მოტივირებული ხელისუფლება, რომ ხელი შეუშალოს დამოუკიდებელი ტელეკომპანიის საქმიანობას," - განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.  

 
დღის ამბები