20 ნოემბერი 2024,   17:22
ვრცლად
"ეს არის ხელისუფლების მიერ წამოწყებული მორიგი შეტევა დამოუკიდებელ მედიაზე" - ზურაბ ჯაფარიძე

ქიბარ ხალვაშის სარჩელის უკან რომ ხელისუფლება დგას, ეჭვი არ ეპარებათ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატებს.

ზურაბ აბაშიძის განმარტებით, ძალიან მარტივია, რომ ის რაც დღეს რუსთავი 2-თან მიმართებაში ხდება, არანაირ კავშირში არ არის ქიბარ ხალვაშთან.

"ეს არის ხელისუფლების მიერ წამოწყებული მორიგი შეტევა დამოუკიდებელ მედიაზე, რაც საბოლოოდ ძალიან ცუდად აისახება ქვეყნის იმიჯზე და დემოკრატიულ განვითარებაზე. ვინც ამას გეგმავს და ახორციელებს ამ ომს ისინი ვერ მოიგებენ და ცუდად დამთავრდება თითოეული იმ ადამიანისა და ხელისუფლებისთვის," - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე. 

როგორც ცნობილია, კომპანიის კუთვნილი ავტომობილები აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე დააყადაღა. მიიღებს თუ არა მის სარჩელს სასამართლო წარმოებაში და დაიწყება თუ არა სამაუწებლო კომპანიასთან სამართლებრივი დავა, ორშაბათს გახდება ცნობილი. 

 
დღის ამბები