20 ნოემბერი 2024,   17:17
ვრცლად
რუსთავი 2 სასამართლოს განჩინებას 5 დღის ვადაში გაასაჩივრებს

ტელეკომპანია რუსთავი 2 სასამართლოს განჩინებას 5 დღის ვადაში გაასაჩივრებს. ამის შესახებ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ისაუბრა და სამართლებრივი ბრძოლის დეტალები განმარტა.

"პირველ რიგში ჩვენ ვითხოვთ, რომ მოსამართლე ურთმელიძე არ იყოს განმხილველი ამ საჩივრის. მეორე - საჩივარი იყოს განხილული ზეპირი მოსმენით იმიტომ, რომ აქ არის საზოგადოების უზარმაზარი ინტერესი და არ გამოიყენოს ბოროტად სასამართლომ თავისი დისკრეცია ზეპირი მოსმენით განხილვის გარეშე და მესამე - განხილვა მოეწყოს არა ერთი მოსამართლით, არა მედ სამი მოსამართლით, იმიტომ რომ ამის დისკრეციაც არსებობს. ერთი მოსამართლე არის ძალიან მოწყვლადი და ჩვენ ვიცით, გვაქვს ყველა ინფორმაციაც და ვარაუდებიც არსებობს ცხადია, რომ მთელი ხელისუფლება ჩართულია ახლა სასამართლო ზეწოლაში", - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

 
დღის ამბები