მოსამართლე ურთმელიძემ თავის პროფესიულ სიკვდილს ამ განჩინებაზე ხელმოწერით მოაწერა ხელი - ასე შეაფასა რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ტელეკომპანიის დაყადაღების შესახებ მოსამართლის გადაწყვეტილება.
რუსთავი 2-ის დირექტორი სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართავს და მოუწოდებს გადაწყვეტილებები კანონის და კონსტიტუციის შესაბამისად მიიღონ.
„ყველა მოსამართლეს ვაფრთხილებ, სასწორზე არ არის რომელიღაც კერძო კომპანიის ინტერესი, სასწორზეა ქვეყანაში დემოკრატიის არსებობა-არ არსებობა. მიიღეთ გადაწყვეტილება კანონის და კონსტიტუციის შესაბამისად. იყავით დამოუკიდებლები და პატივი ეცით მედიის და სიტყვის თავისუფლებას. რუსთავი 2 ვერ დაიხურება, ჩვენ არ გავჩერდებით! შესაბამისად, ასეთი მოქმედებებით ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლა არის სრულიად უშედეგო და უპერსპექტივო“, - აცხადებს ნიკა გვარამია.