20 ნოემბერი 2024,   17:18
ვრცლად
„ქიბარ ხალვაშის პერიოდი იყო ყველაზე ბნელი ამ კომპანიის ისტორიაში“, - ნიკა გვარამია

რუსთავი 2-ის დირექტორმა ნიკა გვარამიამ ქიბარ ხალვაშის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, ხალვაშს რუსთავი 2-სთვის არაფერი შეუმატია და მისი ყოფნა იყო ყველაზე ბნელი პერიოდი ამ კომპანიის ისტორიაში. გვარამიას თქმით, ირაკლი ოქრუაშვილი და ქიბარ ხალვაში ატარებდნენ ყველა თათბირს კომპანიაში და ამას დაადასტურებს ყველა ის ადამიანი, ვინც აქ  მუშაობდა.

„მას შემდგე,რ აც ქიბარ ხალვაშმა გაასხვისა ეს კომპანია, 2006 წელს, იგი წელიწადნახევარი იყო ამ ქვეყნის ერთერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესმენი და იღებდა ძალიან მაღალ შემოსავლებს საქართველოში. არავის ის არ დაუჩაგრავს, მისი ქონება იყო ხელუხლებელი და მისი შემოსავლები იყო ხელუხლებელი. შესაბამისად, ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნება ისე, რომ მას ეს ქონება წაართვეს და დაუტოვეს რუსთავი 2-ზე 10-ჯერ უფრო შემოსავლიანი საკუთრება მფლობელობაში. რომც დავუშვათ, რომ მას ვინმე ერჩოდა და ქონების წართმევას ლამობდა. ის საქართველოდან წავიდა 2008 წლის დასაწყისში, ხოლო ეს ქონება გაყიდულია 2006 წლის შუა წელში“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გვარამიას თქმით, ის ქონება, რასაც ყადაღა დაედო შეძენილია ბოლო 3 წლის განმავლობაში და თავად ქიბარ ხალვაშის კაპიტალი ტელეკომპანიაში შეადგენდა მხოლოდ ნახევარ მილიონამდე ლარს, რაც მოიცავდა 3 გადამცემს. 

 
დღის ამბები