20 ნოემბერი 2024,   17:25
ვრცლად
ღია ბრძოლა რუსთავი 2-ის წინააღმდეგ

ტელეკომპანია რუსთავი 2-მა სასამართლოს განჩინება 2 დღის დაგვიანებით მიიღო. განჩინების თანახმად, არხის მთელი ქონება დაყადაღებულია. მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ თითქმის სრულად დააკმაყოფილა ქიბარ ხალვაშის მოთხოვნები და ტელეკომპანიის წილები, ქონება, ტექნიკა, ავტომობილები, მიწის ნაკვეთი და შენობაც კი, რომელიც ქიბარ ხალავაშის ტელეკომპანიიდან წასვლის შემდეგ აშენდა– მთლიანად დაყადაღებულია. სასამართლომ უარი თქვა მხოლოდ რუსთვი 2–ის ლოგოს და საბანკო ანგარიშების დაყადაღებაზე.

სასამართლო განჩინების საფუძველზე ტელეკომპანიის სრულფასოვანი მუშაობა საფრთხის ქვეშაა, რუსთავი 2–ს ეზღუდება საბანკო გარანტიების მიღება, რის გარეშეც უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობა, ნებისმიერი სახის შესყიდვის განხორციელება და რიგ შემთხვევაში ხელფასების დროულად გაცემაც შეუძლებელია.

ნიკა გვარამიამ, მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყევტიელბას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა და ტელეკომპანიის საპასუხო სარჩელის განხილვა ურთმელიძის გარეშე, 3 მოსასმართლის მეირ მოითხოვს. განჩინებას ტელეკომპანია 5 დღის ვადაში გაასაჩივრებს.

ორშაბათს გახდება ცნობილი, მიიღებს, თუ - არა წარმოებაში სასამართლო ქიბარ ხალვაშის სარჩელს რუსთავის 2-ის წინააღმდეგ.

 

ავტორი: თამარ ბაღაშვილი

 
დღის ამბები