ხელისუფლების ინტერესები, პოლიტიზირებული პროცესი, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების შეფერხება, წითელი ზღვარის გადალახვა, - ასე აფასებენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები რუსთავი 2-ის წინააღმდეგ დაწყებულ სამართლებრივ დავას. ისინი ეჭვობენ, რომ წინასაარჩევნოდ ტელეკომპანიის წინააღმდეგ დაწყებული დავა დამოუკიდებელი მედიასაშუალების მუშაობის შეფერხებას ისახავს მიზნად.
„თავისუფალი მედია, არჩევნები - ეს არის წითელი ზღვარი, რომლის გადალახვის შემთხვევაში ჩვენ პრაქტიკულად არ გვექნება არანაირის საშუალება რომ დავიცვათ ქვეყანაში დემოკრატიული განვითარება. ეს არის ბუნებრივია წინასაარჩევნოდ პოლიტიკურად მართული პროცესი, რომელიც თუ წავაგეთ აქ წააგებს მთლიანად დემოკრატია ქვეყანაში. ამას მოყვება ძალიან მწვავე რეაქცია საერთაშორისო“, - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ საბჭოს თავმჯდომარემ ელენე ხოშტარიამ.
არასამთავრობო ორგანიზაციები არსებულ საქმეში ბევრ კითხვის ნიშნებს ხედავენ, მათ შორის არის საქმის ხანდაზმულობის თვალსაზრისით არსებული კითხვები.
ავტორი: ირინა კეჭაყმაძე