არასამთავრობო სექტორი მიიჩნევს, რომ რუსთავი 2-ის წინააღმდეგ სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია. არსებულმა სამართლებრივმა დავამ კი შესაძლოა ტელევიზიას საქმიანობაში ხელიც შეუშალოს.
„იმ ნაწილში, როდესაც სასამართლო საუბრობს საშიშროების არსებობაზე, რომ კომპანიის მიერ ან მეწილეთა მიერ მოხდება წილების გასხვისება, განკარგვა, ან გამოყენება, რაც შემდგომ გამოიწვევს ქონების შემცირებას და შეუძლებელი იქნება მომავალში მოსარჩელის ინტერესების დაკმაყოფილება - არის დაუსაბუთებელი. შესაძლებელია წარმოექმნას კომპანიას რეალური საშიშროება, რომ ვერ განახორციელოს სრულყოფილად თავის საქმიანობა“, - აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი თამარ გვარამაძე.
არასამთავრობო ორგანიზაციები რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით მონიტორინგის ჩატარებას გეგმავენ და ხელისუფლებას მოუწოდებენ პროცესი მაქსიმალურად გამჭირვალე გახადონ, რათა მათ ხელი არ შეეშალოთ მონიტორინგის წარმოებაში.
ავტორი: ირინა კეჭაყმაძე