11 არასამთავრობო ორგანიზაცია რუსთავი 2-ის საქმეზე განცხადებს ავრცელებს და მოუწოდებს დავაში მონაწილე მხარეებს არსებული საქმე მაქსიმალურად გამჭირვალედ წარმართონ, რათა საზოგადოებას მიეცეს ობიექტური შეფასების საშუალება.
„პროცესს წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ გაკეთებული განცხადებები და განხორციელებული ქმედებები, კერძოდ, ტელეკომპანიის მიერ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დაგეგმილი კონცერტებისთვის ადგილის არგამოყოფა და ხელშეშლა.
მიუხედავად იმისა, რომ დავა რუსთავი 2-ის შესახებ კერძო სამართლებრივი დავაა, მიგვაჩნია, რომ ზემოთაღნიშნული ფაქტები და სამაუწყებლო კომპანიის გარშემო შექმნილი ეს ვითარება აჩენს ბევრ კითხვას.
თავისუფალი მედია და მისი მდგრადი განვითარება დემოკრატიული სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ორიენტირია. ამიტომ, კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის მივმართავთ პროცესში ჩართულ მხარეებს, მოახდინონ არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მაქსიმალურად გასაჯაროვება და საზოგადოებას მიეცეს ობიექტური შეფასების გაკეთების შესაძლებლობა. ასევე, აუცილებელია, რომ მიმდინარე პროცესმა საფრთხე არ შეუქმნას სამაუწყებლო კომპანიის შეუფერხებელ საქმიანობას და ჟურნალისტთა პროფესიული მოვალეობის შესრულებას“, - წერია განცხადებაში.