20 ნოემბერი 2024,   17:34
ვრცლად
"მედიასაშუალებას ხელი არ უნდა შეეშალოს ფუნქციონირებაში", - დავით უსუფაშვილი რუსთავი 2-ის ყადაღაზე

საქართველოს პარლამეტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში რუსთავი 2-ის წინააღმდეგ დაწყებულ სასამართლო დავაზე ისაუბრა. 

უსუფაშვილის თქმით,  რუსთავი 2-ის მფლობელობასთან და წილებთან დაკავშირებული თემები იქცა ერთ დიდ ეპოპეად. 

„არ არის ახლა ხუმრობის დრო ამ თემებზე, რუსთავი 2-ს მრავალტანჯულ ტელევიზიას დავარქმევდი. მე მახსოვს როგორ დაფუძნდა ის. აწ განსვენებული ეროსი კიწმარიშვილი და მისი მეგობრები, როდესაც 90-იან წლების შუიდან ამ პროექტში იყვნენ გაერთიანებული, იქედან მოყოლებული რუსთავი 2-ის გარშემო არ წყდება აჟიოტაჟი. სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ რუსთავი 2-ის მფლობელობასთან და წილებთან დაკავშირებული თემები იქცა ერთ დიდ ეპოპეად და ჩემი დაკვირვებით, რამდენჯერმე მოხდა რაღაც საკვანძო მოვლენები, რომელებსაც შესაძლოა არ ქონდა ბევრი რამ საერთო ცივილიზებულ ვითარებასთან, კანონთან და ა.შ. სამწუხაროდ საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი ყველზე აქტიური მედიასაშუალება არის ამ პრობლემების მუდმივ ჯაჭვში და ეს არ წყდება.

მე ვისურვებდი, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაირკვეს ყველაფერი მოდავე მხარეებს შორის,“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ სასამართლო და მოსამართლეები კანონიერ გადაწყევტილებას მიიღებენ. მისი თქმით, სასამართლო ყველა ღონეს იხმარს, რათა არ შეფერხდეს მედიასაშუალების ფუნქციონირება ყოფილ და დღევანდელ მესაკუთრეებს შორის დავის პროცესში.  

მე ვისურვებდი, რომ ეს პროცესი წარიმართოს ნაკლები პოლიტიკური აჟიოტაჟით, თუმცა ეს ალბათ ცოტა რთულია თავად რუსთავი 2-ის არსიდან გამომდინარე.

"გადაწყვეტილებები პირველ რიგში კანონთან უნდა იყოს შესაბამისობაში, თორემ ძალიან ადვილია საუბარი, როდესაც საქმე გავქვს პოლიტიკურად საკმაოდ მიკერძოებულ ორგანიზაციასთან. უნდა ვიცოდეთ, რომ კანონი არ უკრძალავს მედიასაშუალებას იყოს პოლიტიკურად მიკერძოებული. ეს მოსახლეობის გადასაწყვეტია - რას უყურებს და რას - არა. ამ ნიშნიდან გამომდინარე, რომ ესა თუ ის ტელევიზია არის პოლიტიზირებული, დაუშვებელია და ამას გამოვრიცხავ, რომ ეს მოხდეს ჩვენს შემთხვევაში და მედიასაშუალების წინააღმდეგ რაიმე რეპრესიული ღონისძიებები იქნეს გამოყენებული. ჩვენ ეს ვნახეთ ტელეიმედთან დაკავშირებით და ვიცით რასთანაა დაკავშირებული.

მე ვისურვებდი, რომ ეს საკითხი წარმიმართოს ძალიან გამჭვირვალედ. არ აყვეს არც ხელსუფლება და არც საჯარო დაწესებულების წარმომადგენლები იმ ბრალდებებს, რაც წამოვიდა,“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

უსუფაშვილის თქმით, პრიორიტეტია, რომ მედია საშუალებას არ შეეშალოს ხელი ფუნქციონირებაში. 

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კერძო ტელევიზიები არიან თავისუფალნი და იმუშაონ ისე , როგორც მათ მიაჩნიათ.

დავით უსუფაშვილმა რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს სამართლებრივი დავა  უწოდა.

მისი თქმით, ხელისუფლებას მოიწევს დამატებითი ზომების მღება, იმისთვის, რომ პროცესი იყოს გამჭვირვალე.

მისივე თქმით, ამ პროცესში ერთ- ერთი მთავარი უდნა იყოს ის, რომ მედია საშუალებას არ შეექმნას გადაულახავი პრობლემები.

 

 
დღის ამბები