მთავრობის წევრები რუსთავი 2-ის საქმეში პოლიტიკურ სარჩულს გამორიცხავენ და ამბობენ, რომ საკითხის პოლიტიზირებით პოლიტიკური ძალები არიან დაინტერესებულნი.
განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე თემის პოლიტიზირებაში წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს, არასამათავრობო სექტორსა და თავად ტელეკომპანია რუსთავი 2-ს ადანაშაულებს.
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით კი - ეს კერძო პირებს შორის მიმდინარე დავაა და სასამართლო პროცესში ხელისუფლება ჩარევას არ აპირებს.
ავტორი: ირინა კეჭაყმაძე