რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე პროცესებს საზოგადოების ცნობილი სახეები აფასებენ. ხელოვანები ტელეკომპანიას მხარდაჭერას უცხადებენ და პროცესში ხელისუფლების ინტერესებს ხედავენ. როგორც პროდიუსერი ირაკლი საღინაძე ამბობს, პროცესი ხელისუფლების მხრიდან არის მართული და მმართველი გუნდის მხრიდან საკუთარი შერყეული რეპუტაციის დაბალანსების მცდელობაა.
რეჟისორი დათო დოიაშვილი კი ამბობს, რომ მნიშვნელობა არა აქვს, რამდენად მოგვწონს რუსთავი 2, „ეს არის თავისუფალი აზრი და ამ აზრს აქვს არსებობის უფლება“.
ხელოვანები ტელეკომპანიას ყველაზე პროფესიონალურს, რეიტინგულსა და პოპულარულს უწოდებენ და მიიჩნევენ რომ ასეთი ტელეარხის მუშაობისთვის საფრთხის შექმნა ქვეყნის იმიჯისთვის საზიანო იქნება.