20 ნოემბერი 2024,   17:40
ვრცლად
„ეს არის ირაციონალური, იმპულსური, შიშით გამოწვეული პანიკური ქმედება“, - ნიკა რურუა

საზოგადოებრივი მოძრაობა „ივერიას“ დამფუძნებელი ნიკა რურუა „რუსთავი 2“-ის დაყადაღების შესახებ საუბრობს.

„ეს არის ირაციონალური, იმპულსური, შიშით გამოიწვეული პანიკური ქმედება, რომელიც ძალიან ცუდად დამთავრდება დღევანდელი ხელისუფლებისთვის. ყველა ხელისუფლება, რომელიც ებრძვის სიტყვის თავისუფლებას, ამთავრებს ძალიან სავალალოდ. მოგიწოდებთ სიმხნევისკენ, ერთობისკენ და იცოდეთ, რომ მილიონობით ქართველი თქვენ გვერდით არის. სიტყვის თავისუფლებიდან გამოდის ყველა თავისუფლება“, - განაცხადა ნიკა რურუამ.

მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარემ გია ნოდიამ კი განაცხადა, რომ რუსთავი 2-ის წინააღმდეგ შეტევა იყო დაანონსებული.

„ეს ჯდება ამ ზოგად სურათში, როდესაც ხელისუფლებას უნდა სრული კონტროლის დამყარება ყველა საკვანძო პუნქტზე. საზოგადოებას ვუსურვებ გამარჯვებას, რომ შენარჩუნდეს რუსთავი 2“, - აღნიშნა ნოდიამ. 

 
დღის ამბები