„ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო მართვა დიქტატურული მეთოდებით“, - ამის შესახებ განცხადება ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა კურიერთან საუბრისას. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს სურს თავისუფალი მედიის ხელში ჩაგდება.
„გაკოტრებულმა დიქტატორმა რა უნდა ქნას, როდესაც შემოეშალა ხელში სახელმწიფო და მარტო საკუთარი ბიზნესი ააწყო - უნდა დაიწყოს მკაცრი მართვა. ამისათვის კი საჭიროა მართალი სიტყვა არ ისმოდეს რომელიმე ტელეარხიდან. დანარჩენ ტელევიზიებს ასე თუ ისე აკონტროლებს, და რუსთავი 2-ის ხელში ჩაგდებაც უნდა, რომ მერე მოსახლეობა გაიგებს, რომ თურმე ყველა დაპირება შეასრულა ხელისუფლებამ“, - განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.
ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ბიძინას დიქტატორი უწოდა და თქვა, რომ ის ქვეყანას დიქტატურული მეთოდებით მართავს.
„ბიძინა ივანიშვილი იღებს კურს დიქტატურისკენ, იღებს კურს პოლიტიკური რეპრესიისაკენ. მე მინდა გავაფრთხილო ბიძინა ივანიშვილი რომელიც მახრჩობელა სქემების ავტორია, რუსთავის 2-ის წინააღმდეგ ბრძოლაში მიიღებს უმძიმებს შედეგებს“, - აცხადებს ნათელაშვილი.