20 ნოემბერი 2024,   17:22
ვრცლად
დავთ ბაქრაძე დარწმუნებულია, რომ რუსთავი 2-ის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის უკან ხელისუფლება დგას

უმცირესობის ლიდერი დავთ ბაქრაძე დარწმუნებულია, რომ რუსთავი 2-ის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის უკან ხელისუფლება დგას. ამის შესახებ ბაქრაძემ "კურიერის" ეთერში საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლებას სურს ქვეყანაში არ არსებობდეს კრიტიკული სიტყვის მატარებელი ტელევიზია.

„ჩვენ საქმე გვაქვს ბევრად უფრო სერიოზულ პროცესთან, ვიდრე ეს არის ერთი, ან რამდენიმე ადამიანის საჩივარი რუსთავი 2-ის წინააღმდეგ და იქნება ეს ხალვაში, აქიმიძე, დვალი თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი, რომელმაც სარჩელი უნდა შეიტანოს. ეს ადამიანები არიან უბრალოდ ჭანჭიკები დიდ სახელისუფლებო თამაშში. დიდი სახელისუფლებო თამაშის მიზანია ქვეყანაში აღარ არსებობდეს არხი, რომელიც ყველაზე ობიექტურად, ყველაზე მწვავედ და ყველაზე თავისუფლად საუბრობს ქვეყნის, ხალხის და საზოგადოების წინაშე მდგარ პრობლემებზე.“ - აცხადებს დავით ბაქრაძე.

დღის ამბები