20 ნოემბერი 2024,   17:17
ვრცლად
„ჩვენმა ხელისუფლებამ ვერ მოიშორა ის დამღა, რასაც ერქვა თავისუფალი ტელევიზიის დახურვა“, - დავით ბაქრაძე ტელეიმედზე

ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა, რომ ტელეიმედის დახურვას მათი ხელისუფლების პირობებში და დღეს რუსთავი 2-ის ქონების დაყადაღებას სხვადასხვა კონტექსტი აქვს. თუმცა მან აღნიშნა, რომ ტელეიმედის დახურვა 2007 წელს იყო მაშინდელი ხელისუფლების ყველაზე მძიმე და წინააღმდეგობრივი გადაწყვეტილება.

„ამ გადაწყვეტილებას ჰქონდა უმძიმესი შედეგები მაშინდელი ხელისუფლებისთვის ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც. არ დავიწყებ საუბარს, რა განსხვავებაა და რა იყო მაშინ კონტექსტი. თუმცა მაშინ სრულიად სხვა კონტექსტი იყო, იყო გამოსვლები და მოწოდებები ძალადობისა და ხელისუფლების დამხობისკენ. ეს იყო უმძიმესი გადაწყვეტილება, რომელშიც ჩვენმა ხელისუფლებამ გადაიხადა უმძიმესი ფასი და  ბოლომდე ვერ მოიშორა ის დიდი დამღა, რასაც ერქვა მაშნდელი თავისუფალი ტელევიზიის დახურვა“, - განაცხადა ბაქრაძემ.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის თქმით, თუ რამე არ უნდა ისწავლოს დღევანდელმა ხელისუფლებამ წარსულიდან, ეს არის ტელეიმედის შემთხვევა. ბაქრაძის თქმით, ტრაგიკულია, როცა დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ რახან ეს მოხდა წარსულში, ეს მოხდება დღესაც.

„ამ ორი დღის განმავლობაში წარმომადგენელთან მქონდა ქართული ოცნების წარმომადგენლებთან საუბარი. და გულახდილ საუბრებში არავინ ფიქრობს, რომ ეს არის კერძო დავა და ყველა საუბრობს იმაზე, თქვენ ხომ დახურეთ იმედი 2007 წელსო“, - განაცხადა ბაქრაძემ. 

 
დღის ამბები