საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური რუსთავი 2-ის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეს პოლიტიზირებულს უწოდებს და ამბობს, რომ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს.
„ეს უნდა იყოს აპოლიტიზირებული პროცესი. ამ განჩინებიდან ჩანს, რომ საუბარი არ არის დღევანდელი მფლობელები რამდენად სამართლიანად ფლობენ ტელეკომპანიას და აქედან გამომდინარე ჩანს, რომ ეს სარჩელი არის პრობლემებით სავსე. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ რეალურად ტელევიზიის დღევანდელი კურსი არ მოსაწონს ხელისუფლებას და ამას უკავშირდება ეს პროცესი“, - განაცხადა საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა.
ეკა გიგაური ასევე საეჭვოდ მიიჩნევს ზარალის ანაზღაურების კუთხით სასამართლოს მიერ მოსარჩელე მხარისთვის არანაირი ვალდებულების მინიჭების საკითხსაც.
„იმ შემთხვევაში, თუკი სასამართლოს წააგებს მოსარჩელე, ზარალის ანაზღაურების ვალდებულებს მას სასამართლო არ სთხოვს და ესეც აჩენს კითხვებს, რადგან შანსი დიდია, რომ რუსთავი 2 მოიგებს სასამართლო პროცესს და საინტერესოა, რა უნდა მოხდეს იმ ზარალის ასანაზღაურებლად, რაც ტელევიზიას ამ ხნის მანძილზე მიადგება?“ - აცხადებს ეკა გიგაური.