რუსთავი2-ს მხარდაჭერას უცხადებს ინტერნიუსი-საქართველო. ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია:
"ინტერნიუსი-საქართველო ისე როგორც 20 წლის წინ, კვლავ დგას სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გვერდით. ისევე როგორც ადრე, ორგანიზაცია გამოიყენებს ყველა ბერკეტს, მათ შორის საერთაშორისო კავშირებს, მსოფლიო მედიის და მედია-ორგანიზაციების მობილიზებისთვის, რათა ტელეკომპანიის ყოფილ და ამჟამინდელ მეწილეებს შორის სასამართლო დავა წარიმართოს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონიერების ფარგლებში, გამჭვირვალედ და პოლიტიკური ზეწოლის გარეშე."
აქვე ნათქვამია, რომ ტელევიზიის სრულფასოვან ფუნქციონირებას და ჟურნალისტურ საქმიანობას კვლავ საფრთხე ემუქრება. ინტერნიუსი-საქართველო იმედოვნებს, რომ სასამარლო დავა წარიმართება გამჭვირვალედ, პოლიტიკური ინტერესებისა და გავლენებისგან დამოუკიდებლად, და კიდევ ერთხელ არ შეექმნება საფრთხე სიტყვის თავისუფლებას.