20 ნოემბერი 2024,   17:41
ვრცლად
კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის რუსთავი 2-ს მხარდაჭერას უცხადებს

რუსთავი 2-ს მხარდაჭერას უცხადებს კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის. მხარდამჭერი განცხადება ორგანიზაციამ დღეს გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მიმდინარე პროცესმა ხელი არ უნდა შეუშალოს ტელევიზიის საქმიანობას. კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის სასამართლო პროცესის გამჭირვალედ წარმართვას ითხოვს.

"მიუხედავად იმისა, რომ დავა რუსთავი 2-ის შესახებ კერძო სამართლებრივი დავაა, მიგვაჩნია, რომ ზემოთ აღნიშნული ფაქტები და სამაუწყებლო კომპანიის გარშემო შექმნილი ეს ვითარება აჩენს ბევრ კითხვას. თავისუფალი მედია და მისი მდგრადი განვითარება დემოკრატიული სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ორიენტირია. ამიტომ, კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მივმართავთ პროცესში ჩართულ მხარეებს, მოახდინონ არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მაქსიმალურად გასაჯაროვება და საზოგადოებას მიეცეს ობიექტური შეფასების გაკეთების შესაძლებლობა. ასევე, აუცილებელია, რომ მიმდინარე პროცესმა საფრთხე არ შეუქმნას სამაუწყებლო კომპანიის შეუფერხებელ საქმიანობას და ჟურნალისტთა პროფესიული მოვალეობის შესრულებას,“ - წერს კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის.

 
დღის ამბები