"მედიის თავისუფლება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არის კერძო პირების დავა და დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას,"- ასე ეხმაურება რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ქიბარ ხალვაშის მიერ სარჩელის შეტანას უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე.
განცხადება დეპუტატმა ცოტა ხნის წინ თიანეთში გააკეთა, სადაც ადგილობრივები სახალხო დღესასწაულს აღნიშნავენ.
შეგახსენებთ, რომ ქიბარ ხალვაშმა სასამარლოს წილის დაბრუნების მოთხოვნით რამდენიმე დღის წინ მიმართა, რის შემდეგაც სასამართლომ რუსთავი 2-ის ქონება დააყადაღა.