რუსთავი 2-თან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე საუბრობს ცნობილი ბანი და ქველმოქმედი პაატა ბურჭულაძეც. მხარდამჭერი განცხადება ბურჭულაძემ დღეს გააკეთა და თქვა, რომ ზეწოლა ტელევიზიაზე მიუღებელია.
„არ მინდა ვიფიქრო, რომ ადგილი გვაქვს ტელეკომპანიაზე ზეწოლასთან იმიტომ, რომ ამას არცერთ სახელმწიფოში, არცერთ დროს კარგი არაფერი მოუტანია. თუნდაც გავიხსენოთ 2007 წლის იმედის საქმე. რაც შეეხება რუსთავი 2-ს ეს არის პროფესიონალთა სერიოზული ჯგუფი, რომლებმაც თავისი შრომით მიაღწიეს საკუთარ წარმატებას. მე ვიმედოვნებ, რომ მალე გაირკვევა ყველაფერი და არხს მიეცემა ნორმალური მუშაობის საშუალება. ზეწოლა არ უნდა იყოს არც ერთ დროს არც ერთ ტელეკომპანიაზე,“ - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
ქიბარ ხალვაშმა სასამარლოს წილის დაბრუნების მოთხოვნით რამდენიმე დღის წინ მიმართა, რის შემდეგაც სასამართლომ რუსთავი 2-ის ქონება დააყადაღა.