20 ნოემბერი 2024,   17:38
ვრცლად
„აქიმიძე და დვალი არიან მთავრობის ახალი ფსევდონიმები“-ნიკა გვარამია

რუსთავი 2-ის ყოფილი მფლობელების დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის განცხადებებს პასუხობს რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომლის განცხადებასაც უცვლელად გთავაზობთ:

„აქიმიძე და დვალი არიან მთავრობის ახალი ფსევდონიმები, არსებითად მნიშვნელობა არ აქვს რამდენი ჭანჭიკის მეშვეობით შეუტევს ბიძინა ივანიშვილი თავისუფალ მედიას - რუსთავი 2-ს და მასთან ერთად ქართულ დემოკრატიას. ეს ადამიანები შეუერთდნენ სამთავრობო ჭანჭიკების ძველ გვარდიას, როგორიც იყო აქამდე არსებულ ე.წ. „რიჟა“ და ქიბარ ხალვაში, რასაც ვულოცავ მათ და ცოტა არ იყოს მოულოდნელიც იყო. აქიმიძის და დვალის სამართლებრივი პრეტენზიები სრულიად უსაფუძვლოა იმდენად  რამდენადაც, როგორც მინიმუმ მათი ყველა მოთხოვნის ხანდაზმულობა გასულია, ხოლო თუ იმაზე ვისაუბრებთ ვისგან აიღეს მათ ფული, რამდენი აიღეს, აიღეს თუ არა და რა ვითარებაში მოხდა ეს, ამის თაობაზე სრულ ინფორმაციას ფლობდა ეროსი კიწმარიშვილი, რომელმაც პირადად ჩემთან და არამხოლოდ ჩემთან, სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში არა ერთხელ განაცხადა, რომ ქიბარ ხალვაშთან ერთად, სწორედ აქიმიძე და დვალი გაერთიანებული ძალებით აპირებდნენ შეეტიათ რუსთავი 2 -თვის ბიძინა ივანიშვილის წაქეზებით და ის აუცილებლად დადგებოდა რუსთავი 2-ის მხარეს და აუცილებლად მოყვებოდა სრულ ინფორმაციას, როგორც აქიმიძესა და დვალის მიერ გაყიდული წილებთან დაკავშირებით აღებული ფულის თაობაზე, ასევე ქიბარ ხალვაშის რუსთავი 2-ში მოხვედრასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ ძალიან უცნაურ ვითარებაში გარდაიცვალა სულ რამდენიმე კვირაში ეროსი კიწმარიშვილი. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ხელისუფლება რა ფსევდონიმებით, ვისი მეშვეობით და ჭანჭიკებით შეუტევს რუსთავი 2-ს. ჩვენ ვიცით, რომ ეს ერთიდაიგივე სქემის ნაწილია, მაგრამ ეს სქემა არავითარ შემთხვევაში არ იმუშავებს,“-აცხადებს ნიკა გვარამია.

ამავე თემაზე
დღის ამბები