2015 წელი ბიძინა ივანიშვილმა სატელევიზიო გამოსვლით დაიწყო, სადაც ყველაზე დიდი დრო რუსთავი 2-ის კრიტიკას დაუთმო.
რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ბრძოლა ახალმა მთავრობამ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყო. 2012 წლის 19 დეკემბერს არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დააკავეს. საგამოძიებო პროცესები პარლამენტში შექმნილმა საგანგებოდ შექმნილმა კომისიამაც დაიწყო.
ხელისუფლება რუსთავი 2-ის რეიტინგებში ცვლილებების შეტანასაც შეეცადა და კომპანიაში, რომელიც სატელევიზიო რეიტინგებს ითვლის, საგადასახადოს შესვლას ამ კომპანიის 9 მოდემის ერთდროულად მწყობრიდან გამოსვლა მოჰყვა.
მოგვიანებით ხელისუფლებამ სარეკლამო კანონის ისეთი ვარიანტი მიიღო, რომელიც მათი გათვლებით რუსთავი 2–ს მნიშვნელოვანი ფინანსურ დარტყმას მიაყენებდა.
ორწელიწადნახევრის შემდეგ შედეგი ასეთია - ტელევიზიისთვის ბრძოლა ეროსის გარეშე გრძელდება, რომლის საქმესაც თვითმკვლელობის მუხლი აქვს მინიჭებული.
მრავალწლიანი მუქარა ყადაღის დადებად გაფორმდა.
ავტორი: თენგიზ გოგოტიშვილი.