20 ნოემბერი 2024,   17:40
ვრცლად
რუსთავი 2 - ხალვაშის სარჩელი: რას იზამს სასამართლო?

სავარაუდოდ დღეს უნდა გადაწყვიტოს საქალაქო სასამართლომ მიიღებს თუ არა წარმოებაში ქიბარ ხალვაშის სარჩელს რუსთავი 2-თან დაკავშირებით.

ხალვაში ტელეკომპანიაში წილის დაბრუნებას ითხოვს. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მან რუსთავი 2-ის პარტნიორთა წილების დაყადაღება მოითხოვა, რაც მოსამართლემ უკვე დააკმაყოფილა.

მიუხედავად იმისა, რომ მისი გასაჩივრების ვადა შეზღუდულია, სასამართლოს ოფიციალურ განჩინებასთან დაკავშირებული მასალები სამაუწყებლო კომპანიისთვის ამ დრომდე არ გადმოუცია.

ტელეკომპანიას სამი მოთხოვნა აქვს: მოსამართლე ურთმელიძე არ იყოს საჩივრის განმხილველი; საზოგადოების მაღალი ინტერესის გამო, საჩივარი იყოს განხილული ზეპირი მოსმენით და მესამე - განხილვა მოეწყოს არა ერთი, არამედ სამი მოსამართლის მონაწილეობით.

 
დღის ამბები