30 დეკემბერი 2024,   21:30
ვრცლად
"კურიერის" ექსკლუზიური ინფორმაციით, საქართველოს მომავალი სახალხო დამცველი, სავარაუდოდ სოფიო ხორგუანი იქნება

"კურიერის" ექსკლუზიური ინფორმაციით, საქართველოს მომავალი სახალხო დამცველი, სავარაუდოდ სოფიო ხორგუანი იქნება.

ჩვენივე ინფორმაციით, ომბუდსმენის პოსტზე ხორგუანის კანდიდატურას მმართველ გუნდს, გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის" სთავაზობს, რომელსაც პარლამენტში 6 დეპუტატი ჰყავს და თუ უმრავლესობიდან მას მხარდაჭერა ექნება, სოფიო ხორგუანის კანდიდატურა ამ პოსტზე დამტკიცდება.

საერთო ჯამში, ახალი სახალხო დამცველის დამტკიცებას 90 დეპუტატის ხმა სჭირდება. მმართველ გუნდს პარლამენტში 84 დეპუტატის ჰყავს.

დღის ამბები