20 ნოემბერი 2024,   17:23
ვრცლად
„დვალი და აქიმიძე, ისევე როგორც ხალვაში, არიან ივანიშვილის გეგმის ნაწილი," - გიგა ბოკერია

„სურათი აბსოლუტურად ნათელია, დვალი და აქიმიძე, ისევე როგორც ხალვაში, არიან ივანიშვილის გეგმის ნაწილი, ამ გეგმის ამოცანაა მთლიანად ჩაახშონ რუსთავი 2 ან მინიმუმ შეუქმნან მას მაქსიმალური პრობლემები ეფექტურ საქმიანობაში წინასაარჩევნო პერიოდში,” – ასე აფასებს ნაციონალური მოძრაობის წევრი გიგა ბიეკრია ქიბარ ხალვაშის სარჩელის წამროებაში მიღებას.

მისი განცხადებით, რუსთავი 2 ივანიშვილის მთავრი პრობლემაა.

რუსთავი 2 ახდენს საზოგადეობის ეფექტურ ინფორმირებას, საზოგადოებას აძლევს ტრიბუნას და ხელს უშლის მას ძალაუფლების შენარჩუნებაში. ივანიშვილმა ამ გეგმის თაობაზე ამ კონკრეტული პირების გამოყენებით არაერთხელ განაცხადა საჯაროდ და აღუთქვა მათ მხარდაჭერა და პრაქტიკულად მოუწოდა მათ ამ ნაბიჯის გადადგმისკენ. იგივე გააკეთა კალაძემ, ღარიბაშვილმა,” - განაცხადა გიგია ბოკერიამ.

მისივე თქმით, ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ სასამართლოს გადაწყევტილება არის პოლიტკურად მოტივირებული, რადგან არღევევს სამართლის ნორმებს ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.  

„ეს ყველაფერი პოლიტიკური კატასტროფით დამთავრდება ივანიშვილისა და მისი გუნდისთვის, მაგრამ სამწუხაროდ სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიას და სტაბილურობას,” - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები