"სამარცხვინო და სასაცილო რაღაცეებზე გვედავება, რაც ქიბარ ხალვაშის შესაძლებლობების ადამიანისგანაც კი გასაკვირია," - ამის შესახებ განცხადება რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გააკეთა და კიდევ ერთხელ განმარტა ტელეკომპანიის სასამართლოსადმი არსებული მოთხოვნები.
"მოსამართლე ურთმელიძემ, მან ელემენტარული ტესტი ვერ გაიარა და მიიღო სრულიად უკანონო დაუსაბუთებელი და ნებისმიერი იურისტისთვის სამარცხვინო გადაწყვეტილება, ამიტომ ამ სარჩელის მიღების შემდეგ კიდევ უფრო თვალნათელი ხდება, რომ ეს საქმე არის მთლიანად პოლიტიკურად მოტივირებული, პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული ურთმელიძის მიერ და იგი უნდა ჩამოშორდეს ამ პროცესს. ასევე სამი მოსამართლის შემადგენლობით ვითხოვთ ამ საქმის განხილვას იმიტომ, რომ ჯერ ერთი არის რთული საქმე, საზოგადოებრივი ინტერესი არის ძალიან მაღალი და მთავრობა არის ჩართული ბოლომდე ამ საქმეში და ერთი მოსამართლე გაცილებით უფრო მოწყვლადია ვიდრე სამი. ამას გარდა ჩვენი საჩივრის განხილვა უნდა მოხდეს ზეპირი მოსმენით,"- აცხადებს გვარამია.