პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, სოციალურ ქსელ "ტვიტერში" უკრაინელებს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
"უკრაინა, გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!!! ვულოცავთ ჩვენს მოძმე უკრაინელ ხალხს და ვუსურვებ მშვიდობას, კეთილდღეობასა და გამარჯვებას,"- წერს სამხარაძე.