30 დეკემბერი 2024,   21:31
ვრცლად
საქმე გვაქვს პოლიტიკურ რეკლამასთან, რომელზეც კანონი პირდაპირ ამბობს, რომ არასაარჩევნო პერიოდში მისი განთავსება მედიაში, კანონის დარღვევაა - არჩილ თალაკვაძე

ხატია დეკანოიძის ბრალდებებს, რომ ქვეყანაში მედიის თავისუფლება ილახება, "ქართულ ოცნებაში" უპასუხეს.

მმართველი გუნდი აცხადებს, რომ კანონდარღვევაზე პასუხი ყველამ უნდა აგოს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის თქმით, საქმე გვაქვს პოლიტიკურ რეკლამასთან, რომლის არასაარჩევნო პერიოდში განთავსებაც კანონდარღვევას წარმოადგენს. 

"ეს ოპოზიციური არხები თავს იმართლებენ იმით, რომ თითქოს ეს იყო ევროპის მხარდამჭერი რეკლამა, მაგრამ ფაქტია, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელმა შეისწავლა ეს საკითხი. სინამდვილეში, საქმე გვაქვს პოლიტიკურ რეკლამასთან, რომელზეც კანონი პირდაპირ ამბობს, რომ არასაარჩევნო პერიოდში მისი განთავსება მედიაში არის კანონის დარღვევა. ეს იყო ძალიან მარტივი და გარწმუნებთ, რომ კანონის დაცვა არის ბევრად უფრო მარტივი, ვიდრე შემდეგ კანონდარღვევების გამართლება იმ ფორმით, როგორც ვხედავთ დღეს," - განაცხადა თალაკვაძემ.

დღის ამბები