20 ნოემბერი 2024,   17:28
ვრცლად
რუსთავი 2 - ყადაღის გასაჩივრება

რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობა ტელეკომპანიაზე დადებულ ყადაღას ხვალ გაასაჩივრებს. თუ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დარჩება, მედიასაშუალებას რამდენიმე თვის ან შესაძლოა რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობა ყადაღის პირობებში მოუწიოს.

საქმის მასალების გაცნობის შემდეგ რუსთავი 2-ის იურისტებისთვის გაუგებარია, რის საფუძველზე მიიღო მოსამართლემ ტელეკომპანიის დაყადაღების გადაწყვეტილება, რადგან მათი თქმით, მოსარჩელეთა ვერსიის გასამტკიცებლად - ბიზნესწილის იძულებით დათმობასთან დაკავშირებით, საქმეში კონკრეტული მტკიცებულებები არ დევს.

 
დღის ამბები