“ახალგაზრდა იურისტების” შემდეგ რუსთავი2-ის გარშემო მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელა 8 არასამთავრობო ორგანიზაციამ.
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები სასამართლოს მიერ ქიბარ ხალვაშის სარჩელის შედეგად მიღებულ განჩინებაში არსებულ ხარვეზებზე საუბრობენ. აქვე აღნიშნულია, რომ ”ერთი შეხედვით კერძო სამართლებრივ დავად მოხსენიებული პროცესი პოლიტიკურ გავლენებთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს.”
ისინი მოუწოდებენ პოლიტიკოსებს თავი შეიკავონ ისეთი საჯარო განცხადებებისგან, რომელთაც შეუძლიათ რაიმე გავლენა მოახდინონ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება "ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც".