უმრავლესობა რუსთავი 2-ის ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებით პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისგან თავის შეკავებას არჩევს. ხელისუფლების მტკიცებით, ისინი სასამართლოს საქმიანობაში არ ერევიან.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე მიესალმება, რომ ასეთმა დავებმა გადაინაცვლა სასამართლოში.
„მივესალმები გაზით, დუბინკებითა და სხვა საშუალებებით რომ აღარ ხდება ტელევიზიებში მეპატრონეების გარკვევა. თავს შევიკავებ ყოველგვარი პოლიტიკური განცხადებებისგან, დაველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას. მოგეხსენებათ, რუსთავი 2 და სხვა ტელევიზიებიც ამ ინტენსივობით არა, მაგრამ მაინც, ხელიდან ხელში ხშირად გადადიოდა, დაშვებული თუ დაუშვებელი ხერხებით,“ - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.