20 ნოემბერი 2024,   17:38
ვრცლად
„ეს ნაგავიც უნდა იყოს ქართულ სატელევიზიო სივრცეში“ - ლევან ბერძენიშვილი რუსთავი 2-ზე საუბრობს

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი რუსთავი 2-ის შესახებ გაზეთ რეზონანსთან საუბრობს და ტელეკომპანიას „ნაგავს“ უწოდებს. ბერძენიშვილის თქმით დღეს ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლოა და ის განიხილავს რუსთავი 2-ის საქმეს.

”დიახ, დასავლეთისგან იქნება შენიშვნები, ეს კი ბუნებრივია. ნაცმოძრაობაც იტყვის, რომ ვართმევთ ტელევიზიას და დეპუტატების ლიკვიდაციას ვაპირებთ, მაგრამ მთავარია, სასამართლო იყოს დამოუკიდებელი. თქვენ იგრძენით რაიმე ცვლილება რუსთავი 2-სგან? მე - არა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს ნაგავიც უნდა იყოს ქართულ სატელევიზო სივრცეში” - აცხადებს საგაზეთო ინტერვიუში ლევან ბერძენიშვილი.

 
დღის ამბები