26 მაისი 2024,   17:35
ვრცლად
ერევანში მთავრობის გადადგომას ითხოვენ - ნიკოლ ფაშინიანმა საგანგებო მიმართვა გაავრცელა

სომხეთის დედაქალაქის ცენტრში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება, მოქალაქეებმა შეკრება მას შემდეგ დაიწყეს, რაც ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ ქვეყანაში გრძელვადიანი უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად, მზად არის რთული გადაწყვეტილებები მიიღოს, თუმცა ამავდროულად განაცხადა, რომ ერევანი მზად არის აღიაროს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აზერბაიჯანის ჯარები სომხეთის ტერიტორიას დატოვებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, საზოგადოების ნაწილში პრემიერ-მინისტრის განცხადება ყარაბაღის დათმობად იქნა აღქმული, საპროტესტო აქციაზე შეკრებილებმა ცენტრალური მოედანი გადაკეტეს და იყო მცდელობა სამთავრობო შენობაში შეჭრისაც.

მოსახლეობას საგანგებო რეჟიმში ფეისბუკლაივით მიმართა ქვეყნის პრემიერმა. ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით მას არანაირ მსგავს დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია და შესაძლო ხელმოწერილი დოკუმენტის შინაარსის შესახებ ინფორმაცია უცხოური მტრული ძალების მიერ სომხეთის წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ომის ნაწილია.

თავის მიმართვაში ფაშინიანმა გარკვევით აღნიშნა, თუ რა პირობებით არია შესაძლებელი რაიმე სახის დოკუმენტის ხელმოწერა. მისი თქმით, აზერბაიჯანთან ნებისმიერ სახის შეთანხმებისთვის საჭიროა, რომ ოფიციალურმა ბაქომ თავისი სამხედრო ნაწილები სომხეთის ტერიტორიიდან გაიყვანოს, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება მოლაპარაკებები.

დღის ამბები