20 ნოემბერი 2024,   17:18
ვრცლად
„თუ სიტყვის თავისუფლებას რამე დაემუქრება ჩათვალეთ, რომ მე ვარ თქვენი პირველი დამცველი,“ - სოზარ სუბარი

„თუ სიტყვის თავისუფლებას რამე დაემუქრება ჩათვალეთ, რომ მე ვარ თქვენი პირველი დამცველი,“ - ასე შეაფასა დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე პროცესები და თქვა, რომ საქმე კერძო დავასთან გვაქვს და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასთან ამ დავას კავშირი არ აქვს.

„ეს საქმე რუსთავი 2-ის ჟურნალისტების ინფორმაციის თავისუფლებას არ შეხებია. რაღაც ახალი დავა მფლობელებს შორის ვის რა პროცენტი ექნება ეგ არ არის სახელმწიფო საქმე და იგივე ქიბარ ხალვაში ამ წუთში დაობს სახელმწიფოს წინააღმდეგაც. ის ხომ ითხოვს იმ ქონების ჩამორთმევას, რომელიც მას უკანონოდ ჩამოართვა და გაუნადგურა სააკაშვილის ხელისუფლებამ. თუ ლაპარაკია, რომ ვიღაცა წილს ვერ გაყიდის - არ არის სწორი. თუ ლაპარაკია, რომ ქონების გამოყენების უფლება არ გაქვთ - მაშინ ესეც არასწორია, მაგრამ ჯერჯერობით უპრობლემოდ იყენებთ. თუ სიტყვის თავისუფლებას, თქვენსას, რამე დაემუქრება ჩათვალეთ, რომ მე ვარ პირველი დამცველი. ვიქნები არა მინისტრი, არამედ სახალხო დამცველი,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 
დღის ამბები