20 ნოემბერი 2024,   17:40
ვრცლად
რუსთავი 2-ის სარჩელი-ტელეკომპანია ყადაღის გაუქმებას ითხოვს

რუსთავი 2 ტელეკომპანიაზე დადებული ყადაღის გაუქმებას ოფიციალურად ითხოვს. შესაბამისი საჩივარი სამაუწყებლო კომპანიის იურისტებმა დღეს საქალაქო სასამართლოში შეიტანეს. ადვოკატები სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ. მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ 5 აგვისტოს ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის საფუძველზე, კომპანიის სრული ქონება და მფლობელების 100 % წილი დააყადაღა.

ადვოკატების განცხადებით მოსამართლემ პოლიტიკური გადაწყვტილება მიიღო, რადგან ქიბარ ხალვაშის მიერ ბიზნეს წილის იძულებით დათმობასთან დაკავშირებით, საქმეში არც ერთი კონკრეტული მტკიცებულება არ დევს.

მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განჩინებასთან დაკავშირებით შეკითხვები აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც. არასამთავრობო სექტორი რუსთავი2-ის საქმეს მეშვიდე დღეა სწავლობს.

ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი.

 
დღის ამბები